ხანძარი თურქეთში - ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პროვინციაში ხანძრის ქრობისას 10 მეხანძრე დაიღუპა 14 კი დაშავდა. ტრაგედიის მიზეზი სტიქიის ზონაში ქარის მიმართულების ცვლილება გახდა, რის გამოც მეხანძრეებმა ტერიტორიიდან გამოსვლა ვერ შეძლეს. ამ დროისთვის ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთით მდებარე ხუთი რეგიონში ცეცხლის 7 აქტიური კერაა.