მარკო რუბიო - ემანუელ მაკრონის უგუნური გადაწყვეტილება, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა - Palitra News

მარკო რუბიო - ემანუელ მაკრონის უგუნური გადაწყვეტილება, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა

2025-07-25 09:26:48+04:00

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, - აცხადებს რუბიო.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.