დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა - Palitra News

დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა

2025-07-25 09:32:00+04:00

დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მსგავსად, აცხადებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ ყოფილმა თანაგუნდელმა საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად მიიღო და სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია დააკარგვინა. განსხვავებული შეხედულება აქვთ ექსპრემიერის გუნდის წევრებს. გახარია-საქართველოსთვის წარმომადგენლების თქმით, გიორგი გახარიას მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა გრძელდება. გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულები არიან სოფელ ჩორჩანას, წაღვლის მცხოვრებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები.