სიცრუით გაჯერებული დოკუმენტი, თუ ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი?! - ვის რა პოზიცია აქვს დოკუმენტზე, რომლის მიღებასაც აშშ-ის სენატი გეგმავს. საქართველოს ხელისუფლება megobar აქტში არსებულ ჩანაწერებს არარეალურს უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ დოკუმენტის მიღებით ვაშინგტონი, ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გამოხატავს. მეგობარი აქტის მიღების პროცესი, 3 სენატორის პოზიციის გამო შეჩერებულია, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ აქტი საბოლოო ჯამში კანონად იქცევა. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსა და მეგობარი აქტის მიღების პერსპექტივაზე საუბრობს მესამე სექტორიც.