თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არც პარტია“ხალხისთვის” აპირებს. პარტიის ლიდერის - ანა დოლიძის განცხადებით, ის არც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა არც რვა ოპოზიციურ პარტიის ბოიკოტს შეუერთდება. ადგილობრივ არჩევნებს რვა ოპოზიიციური პარტიის წარმომადგენლები ფარსს უწოდებენ. მათი თქმით, მასში მონაწილეობა “ქართული ოცნებისთვის” ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს. მეორე მხრივ, გახარიას გუნდი და “ძლიერი საქართველო” ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებიან და ამბობენ, რომ ეს მმართველი პარტიის დამარცხებისთვის ერთადერთი რეალური გზაა.