ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. საქმეზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი გამოიკითხა. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა. გახარიას გუნდის წარმომადგენლები ქართული ოცნების ყოფილ წარმომადგენლებს სამსახურეობრივ გულგრილობაში სდებენ ბრალს და აღნიშნავენ, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ ყველა ინფორმირებული იყო. ექსპრემიერის თანაგუნდელები დაწყებულ პროცესს პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ. ქართული ოცნება საპირისპიროს ამტკიცებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გიორგი გახარია გადაწყვეტილების მიღებისას თვითნებურად მოქმედებდა.