ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ალტერნატივად, პოლიტიკურ ჯგუფებს ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობენ - რა პოზიცია აქვთ მხარეებს არჩევნებთან დაკავშრებით - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ალტერნატივად, პოლიტიკურ ჯგუფებს ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობენ - რა პოზიცია აქვთ მხარეებს არჩევნებთან დაკავშრებით

2025-07-25 12:42:53+04:00

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ერთი ნაწილისთვის გამარჯვების ფორმულა ერთიანობაა. ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ალტერნატივად, პოლიტიკურ ჯგუფებს ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობენ. როგორც კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი და სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელი, საპატიმროდან გავრცელებულ წერილში განმარტავენ, აუცილებელია პოლიტიკურმა სუბიექტებმა პარტიის სახელსა და პარტიულ ნომერზე უარი თქვან და საჯარო ერთობა შედგეს. 8 ოპოზიციური ძალა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავს არც ანა დოლიძე. მათ კი, ვისთვისაც თვითმმართველობის არჩევნები ბრძოლის დამატებითი ბერკეტია, მზადებაც დაწყებული აქვთ. ,,ქართული ოცნების’’ მაჟორიტარობის კანდიდატები კი, როგორც ცნობილია, აგვისტოში გახდება ცნობილი.