ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - როგორია დაცვის მხარის პოზიცია და მოლოდინები - Palitra News

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - როგორია დაცვის მხარის პოზიცია და მოლოდინები

2025-07-25 12:45:37+04:00

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლოს, რის შემდეგაც, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. გასულ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, იქამდე კი სასამართლოს ჩვენება თავად ბრალდებულმა მისცა. როგორია დაცვის მხარის პოზიცია და მოლოდინები?!