აფხაზეთის მთავრობა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამედიცინო ცენტრ "დიომედის“ ქუთაისის ფილიალში მედიკოსებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პოლიკლინიკის მუშაობის სპეციფიკას პირადად გაეცნო და სამედიცინო პერსონალთან სერვისების განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს. აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ დევნილთა სამედიცინო პოლიკლინიკებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.