გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ გუბაში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა - Palitra News

გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ გუბაში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა

2025-07-25 12:53:59+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ გუბაში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საზაფხულო ბანაკში იღებენ მონაწილეობას. გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, სამაგალითო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან მალე ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს უკვე საქართველო უმასპინძლებს. ბანაკი აზერბაიჯანში სამ ლოკაციაზე ტარდება და მასში 90 სტუდენტი მონაწილეობს.კვირეული, 22 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს სრულდება.