რუსეთმა ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაშავებულთა რაოდენობა, სულ მცირე, 41 ადამიანს შეადგენს. ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, დაშავებულთაგან 6 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, შეტევის შედეგად დაზიანდა შენობები და მანქანები. უცხოური მედიის ცნობით კი, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის ათამდე რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდა. დროებით რვა აეროპორტი დახურეს.