სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის და მიზნად ისახავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს ეყრდნობა. მათივე ცნობით, კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევით, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში. თუმცა, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში. სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია.