„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრს, ლევან ხორავას გამომძიებლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრს, ლევან ხორავას გამომძიებლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

2025-07-25 15:59:36+04:00

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.

„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ხორავას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.

საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნება, რომ 27 მაისს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.