რვა ოპოზიციური პარტია, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ სპეციალურ პლატფორმაზე - "გააძლიერე წინააღმდეგობა". საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთად დგომა, წინააღმდეგობის ორგანიზება და ქართული ოცნების სრული იზოლაცია არის გზა გამარჯვების მისაღწევად. მანამდე პარტიული ნომრისა და სახელის გარეშე საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანების ინიციატივით გამოვიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე. თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფი კოლეგების იდეა არაპროდუქტიულია. თვითმართველობის არჩევნებისთვის საერთო მერობისა და მაჟორიტრობის კანდიდარტების დასახელებისთვის ემზადებიან გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველო.