რუსეთის ქალაქ სარატოვში, ათსართულიან კორპუსში გაზის აფეთქებასა და შემდგომ ჩამონგრევას 6 ადამიანი ემსხვერპლა. - დაღუპულთა შორის 1 ბავშვია. დაშავებულია 10 ადამიანი.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ბინა დაინგრა ან დაზიანდა. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ კორპუსის დამატებით ჩამოშლის საფრთხე არსებობს. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციებში ავრცებენ, რომ ნანგრევებში, შესაძლოა, ადამიანები მოყოლილიყვნენ. ადგილზე ამ დროისთვის 20-ზე მეტი სპეციალისტი და კინოლოგი მუშაობს. საგანგებო სამსახურების ცნობით, აფეთქების ეპიცენტრი მე-8 სართულზე მდებარე ბინაში იყო.