ოპოზიციის შეფასებით, ქართული ოცნება თავს ესხმის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დიპლომატებს, ქვეყანას დემოკრატიულ სამყაროს აშორებს და პოლიტიკურ კურს რუსეთისკენ მიმართავს. ოპონენტების კრიტიკას მათ შორის წინ უძღოდა დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადება, რომლის თანახმადაც, საკუთარი სურვილის შემთხვევაში ის ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის ქვეყნიდან გააძევებდა. კალაძემ ევროპელი დიპლომატი ქვეყანაში ექსტემიზმის წახალისებასა და დეიზინფორმაციული განცხადებების გავრლცელებაში დაადანაშაულა. ბრალდებებს მალევე მოჰყვა პასუხი და პაველ ჰერჩინსკის მხარდამჭერი განცხადება ევროკავშირის პრესპიკერის მხრიდან.