თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირი - მამა და ორი შვილი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. დაკავებულებმა მოსამართლეს განუმარტეს, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, რომ სოციალურად დაუცველები არიან და მათ მიმართ ჯარიმა არ გამოეყენებინა. 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.