„ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს. თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერილში წერს, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. გიორგი ვაშაძე 8-პუნქტიან გეგმას ასახელებს და მის გარშემო გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს. ოპოზიციის ნაწილი საერთო ბრენდის ქვეშ, პარტიული ნომრისა და სახელის გარეშე გაერთიანმების წინააღმდეგია. ორად გაყოფილი ოპოზიციის ფონზე ქართული ოცნება ოპონენტების არათანმიმდევრულობაზე საუბრობს. მმართველი გუნდი მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას აგვისტოს თვეში გეგმავს.