შედგება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა? - თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, მხარეებმა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება შეძლეს, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება აღნიშნული შეხვედრა. მისივე განცხადებით, მხარეებმა კონსენსუსს რიგით მესამე მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს. 23 ივლისს თურქეთში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის ორგანიზების ინიციატივით უკრაინული მხარე გამოვიდა, თუმცა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია. მისივე განმარტებით, პრეზიდენტების შეხვედრა მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებების მიწურულს იქნება შესაძლებელი.