ანაკლიაში იახტ კლუბის ტერიტორიაზე წყალში მამაკაცი ჩავარდა - მაშველებმა წყლიდან მისი ცხედარი ამოიყვანეს - Palitra News

ანაკლიაში იახტ კლუბის ტერიტორიაზე წყალში მამაკაცი ჩავარდა - მაშველებმა წყლიდან მისი ცხედარი ამოიყვანეს

2025-07-26 21:23:24+04:00

ანაკლიაში, იახტ კლუბის ნანგრევების ტერიტორიაზე გადაადგილებისას ახალგაზრდა მამაკაცი წყალში ჩავარდა.

სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მამაკაცის ცხედარი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან ამოიყვანეს.

„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში არკვევს.