გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2025-07-28 08:23:08+04:00

გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რასაც სულ მცირე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა გერმანიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რიდლინგენთან მოხდა. მატარებელში 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის მიზეზი.

მომხდარს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.