ნარკოდანაშაულში ბრალდებულ, ექიმ გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადება, რომელიც დღეს 10:00 საათზე უნდა ყოფილიყო, გადაიდო - Palitra News

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ, ექიმ გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადება, რომელიც დღეს 10:00 საათზე უნდა ყოფილიყო, გადაიდო

2025-07-28 09:25:17+04:00

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ, ექიმ გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადება, რომელიც დღეს 10:00 საათზე უნდა ყოფილიყო, გადაიდო. ინფორმაციას ახობაძის უფლებადამცველი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.