ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს - ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ “ჰამასის” განადგურებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს და განმარტავს, რომ პარალელურად, მძევლების გასათავისუფლებლად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მანამდე ისრაელმა ღაზის გარკვეულ ტერიტორიებზე 10-საათიანი ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადა, რომელიც ყოველდღიურად, დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს. ასევე მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ჰუმანიტარული დერეფნების მოსაწყობად საბრძოლო მოქმედებები შეწყდება. ამასთანავე, იორდანიამ და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ღაზის სექტორს საჰაერო ბურთის საშუალებით ჰუმანიტარული ტვირთის პირველი პარტია უკვე მიაწოდეს.