აშშ-ის და ევროკომიის პრეზიდენტებს შორის სავაჭრო შეთანხმება შედგა - Palitra News

აშშ-ის და ევროკომიის პრეზიდენტებს შორის სავაჭრო შეთანხმება შედგა

2025-07-28 09:29:12+04:00

აშშ-ის და ევროკომიის პრეზიდენტებს შორის სავაჭრო შეთანხმება შედგა - შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი აშშ-ისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს და დამატებით 600 ათასი მილიარდი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. პარალელურად, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. ლაიენი აშშ-ის ლიდერთან მოლაპარაკებებს მნიშვნელოვან შეთანხმებად აფასებს და განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესი რთული და გრძელვადიანი აღმოჩნდა. შეთანხმების შედეგად, ევროკავშირმა თავიდან 30%-იან ტარიფი აირიდა, რომელიც ძალაში პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო.