„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება - კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.