"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო, თუმცა როდემდე ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განმარტებით, მხარეების მიერ წარმოჩენილ რამდენიმე საკითხს გულდასმით შესწავლა სჭირდება. ბრალდებულს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორზე თავდასხმასა და ფიზიკურად ძალადობას ედავებიან, თუმცა ადვოკატი ირწმუნება, რომ ანატოლი გიგაური აუცილებელი მოგერიების რეჟიმში იმყოფებოდა.