ევროპელი დიპლომატები და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებას“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისამართით გამოთქმული მწვავე განცხადებების გამო აკრიტიკებენ - Palitra News

ევროპელი დიპლომატები და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებას“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისამართით გამოთქმული მწვავე განცხადებების გამო აკრიტიკებენ

2025-07-28 12:13:28+04:00

ევროპელი დიპლომატები და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებას“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისამართით გამოთქმული მწვავე განცხადებების გამო აკრიტიკებენ. ისინი დეზინფორმაციის გავრცელებაში თავად საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ. კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“. უმრავლესობის წევრების თქმით, ევროკავშირი საქართველოს მისამართით პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში არ მოქმედებს, თავად პაველ ჰერჩინსკი კი ქვეყანაში ექსტრემიზმს ახალისებს. მხარეებს შორის მწვავე განცხადებების მორიგი ტალღა მას შემდეგ დაიწყო რაც, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისი სურვილის შემთხვევაში ევროკავსირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩნსკის ქვეყნიდან გააძევებდა.