ქართველი ოპოზიციონერები ამერიკული მხარის მხრიდან "მეგობარი აქტის" მიღებას ელოდებიან - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ქართველი ოპოზიციონერები ამერიკული მხარის მხრიდან "მეგობარი აქტის" მიღებას ელოდებიან - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2025-07-28 12:14:43+04:00

ქართველი ოპოზიციონერები ამერიკული მხარის მხრიდან "მეგობარი აქტის" მიღებას ელოდებიან. კანონპროექტის ამოქმედებას, რომელსაც აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, 51 სენატორის მხარდაჭერა და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება. არსებული ინფორმაციით, იმის გამო რომ 3 სენატორი აქტის მიღების იდეას არ იზიარებს, კანონპროექტის განხილვა დროში გაიწელება, თუმცა ქართულ ოპოზიციურ სივრცეში დარწმუნებული არიან რომ ოფიციალურ ვაშინგტონში აქტს მაინც მიიღებენ. ვის რა მოლოდინი აქვს საკითხზე.