„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,ძლიერი საქართველოსა და ,,გახარია საქართველოსთვის" სახით ბიძინა ივანიშვილმა სისტემური ოპოზიცია შექმნა. კრიტიკის მიუხედავად, უცვლელია პარტია ,,გახარია საქართველოსთვის" და „ძლიერი საქართველოს“ წევრების გეგმები. ისინი მოქალაქეებთან შეხვედრებს, ხოლო, მერობისა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე - კონსულტაციებს განაგრძობენ. კონკრეტულ კანდიდატებზე არ საუბრობენ არც „ქართულ ოცნებაში“, თუმცა როგორც ცნობილია უმრავლესობა მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას აგვისტოს თვეში გეგმავს.