„ქართული ოცნება“ ევროკავშირის ელჩის საქართველოში პაველ ჰერჩინსკის მისამართით კრიტიკას არ მალავს და მას დეზინფორმაციული განცხადებების გავრცელებასა თუ ექსტრემიზმის პროვოცირებაში ადანაშაულებს. ამის ფონზე დადგება თუ არა დღის წესრიგში რომელიმე ელჩის გაძევების საკითხი? კითხვის საპასუხოდ უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ ეს სრულად დიპლომატების ქცევებზე იქნება დამოკიდებული. ჰერჩინსკის სოლიდარობას უცხადებენ ქართველი ოპოზიციონერები და ევროპელი ლიდერები. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ევროპულ ღირებულებებს შორდება და რუსულ პოლიტიკურ კურსს უახლოვდება.