„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის აზრით, აშშ-ის სენატში „MEGOBARI აქტის“ განხილვის გარეშე მიღება ვერ მოხდება, თუმცა მისივე განცხადებით, ეს კანონპროექტის ჩავარდნას არ ნიშნავს. როგორც კაპანაძემ განმარტა, არსებობს „MEGOBARI აქტის“ მიღების ორი გზა, საიდანაც მისი ვარაუდით, კანონპროექტს სენატში „აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან (NDAA) ერთად, სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. MEGOBARI აქტი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ საქართველოსთან დაკავშირებული წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც - ერთი მხრივ - ითვალისწინებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო - მეორე მხრივ - სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის.