მოლოდნელად გადადებული განაჩენები და სასჯელის მოლოდინში მყოფი ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური - Palitra News

მოლოდნელად გადადებული განაჩენები და სასჯელის მოლოდინში მყოფი ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური

2025-07-28 20:52:12+04:00

მოლოდნელად გადადებული განაჩენები და სასჯელის მოლოდინში მყოფი ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ორმა მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა და ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენის გამოცხადების თარიღი გაურკვეველი ვადით შეცვალა. გიორგი ახობაძის შემთხვევაში, ტყეშელაშვილი სათათბიროდაა გასული, ანატოლი გიგაურის მოსამართლემ კი, დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ „რამდენიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხია, რასაც გულდასმით შესწავლა და დროს სჭირდება“, მათ შორის, მან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებაც ახსენა.