„ქართული ოცნება“ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის კვლავ აკრიტიკებს და მას „დეზინფორმაციული განცხადებების“ გავრცელებასა თუ ე.წ. „ექსტრემიზმის პროვოცირებაში“ ადანაშაულებს - Palitra News

„ქართული ოცნება“ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის კვლავ აკრიტიკებს და მას „დეზინფორმაციული განცხადებების“ გავრცელებასა თუ ე.წ. „ექსტრემიზმის პროვოცირებაში“ ადანაშაულებს

2025-07-28 20:54:02+04:00

„ქართული ოცნება“ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის კვლავ აკრიტიკებს და მას „დეზინფორმაციული განცხადებების“ გავრცელებასა თუ ე.წ. „ექსტრემიზმის პროვოცირებაში“ ადანაშაულებს. ამის ფონზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში რომელიმე ელჩის გაძევების საკითხი? უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ეს საკითხი თავიდან ბოლომდე დიპლომატების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ამავე დროს კი, ქართველი ოპოზიციონერები და ევროპელი ლიდერები პაველ ჰერჩინსკის სოლიდარობას უცხადებენ. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ევროპულ ღირებულებებს შორდება და რუსულ პოლიტიკურ კურსს უახლოვდება.