„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის აზრით, აშშ-ის სენატში „MEGOBAR აქტს“ განხილვის გარეშე ვერ მიიღებენ, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ჩავარდა - Palitra News

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის აზრით, აშშ-ის სენატში „MEGOBAR აქტს“ განხილვის გარეშე ვერ მიიღებენ, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ჩავარდა

2025-07-28 20:55:49+04:00

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის აზრით, აშშ-ის სენატში „MEGOBAR აქტს“ განხილვის გარეშე ვერ მიიღებენ, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ჩავარდა. როგორც კაპანაძემ განმარტა, არსებობს „MEGOBARI აქტის“ მიღების ორი გზა, რომლითაც, მისივე ვარაუდით, კანონპროექტს სენატში „აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან ერთად, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. „MEGOBARI აქტი“ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ საქართველოსთან დაკავშირებული წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო - მეორე მხრივ - სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის. რა არის მოსალოდნელი „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით