საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს - Palitra News

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს

2025-07-28 20:56:51+04:00

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ამოღებულია უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და თანხა.

აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.