ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად 1-2 სექტემბერს არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. - შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების საკითხები იქნება. აღნიშნულ ფაქტს აგრესორი ქვეყანაც ეხმაურება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპანტის მთავარი მოთხოვნა უცვლელია - უკრაინამ უარი თქვას ევროინტეგრაციის პროცესზე და დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში აღიაროს. აქვე ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს მთელი დასავლეთის წინააღმდეგ მარტო იბრძვის.