აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისთვის მეორადი სანქციების დაწესების 50-დღიანი ვადის შემცირებას გეგმავს - შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ მასირებული თავდასხმები გრძელდება, რაც ტრამპს მოლაპარაკების იმედს უცრუებს და მეორადი სანქციების დაწესებისკენ უბიძგებს. განცხადებას საფუძვლად რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მორიგი მასიური საჰაერო იერიში უდევს, რომლის დროსაც ოკუპანტმა ქვეყანამ 300-მდე სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 6 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. რუსული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული შეტევის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა.