რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას?! ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი პაველ ჰერჩინსკის თავს ესხმის, თავდასხმის მიზეზად კი ევროკავშირთან ურთიერთობების მიზანმიმართულ დაზიანებას ასახელებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩების საქართველოდან გაძევება დაიწყოს. თავის მხრივ, მმართველი გუნდი პარტნიორების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე აქცენტირებენ და აღნიშნავნე, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საკუთარი განცხადებებით ექსტრემიზმს ახალისებს.