შედგება თუ არა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა? - რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტებს კვლავ თურქეთში მასპინძლობას სთავაზობს. თურქეთის ლიდერი სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ რეგიონში ომებისა და დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, თურქეთმა დიპლომატია გააძლიერა. ერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომის დროულად დასრულებას ითხოვს და აცხადებს, რომ თურქეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ლიდერების მისაღებად მზადაა.