რუმინეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

რუმინეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა

2025-07-29 09:25:24+04:00

რუმინეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, - ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, 25 სოფელი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა, ასობით ადამიანი კი ევაკუირებულია. გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის ზოგიერთ მდინარეში წყლის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რის შედეგადაც გზები და ხიდები დაზიანდა.