თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირია დაკავებული, მათ სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რა არის დაგეგმილი დღევანდელ პროცესზე?!