ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა - რას აცხადებენ მმართველ გუნდში - Palitra News

ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა - რას აცხადებენ მმართველ გუნდში

2025-07-29 12:35:38+04:00

ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. სანქციები დაუწესდათ, როგორც მოსამათლეებსა და პროკურორებს, ასევე პარლამენტის წევრებს. ბალტიისპირეთის ქვეყნის მხრიდან შეზღუდვების დაწესება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა. ხელისუფლების ოპონენტები საერთაშორისო პარტნიორებთან გაუარესებულ ურთიერთობაზე მიუთითებენ. ამ კონტექსტში ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან საქართველოში ევროკავშრის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩების საქართველოდან გაძევება დაიწყოს. თავის მხრივ, მმართველი გუნდი პარტნიორების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე აქცენტირებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საკუთარი განცხადებებით ექსტრემიზმს ახალისებს.