მე-11  თაობის ბილიველებისთვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა - Palitra News

მე-11  თაობის ბილიველებისთვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

2025-07-29 12:37:00+04:00

მე-11 თაობის ბილიველებისთვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, სადაც „ბილივის“ ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტებით, შეხვედრებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული 2024–2025 სასწავლო წელი შეაჯამეს. მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები „ბილივის“ საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ ინიციატივებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ფონდი „ბილივი“ არის არაკომერციული, არაპოლიტიკური დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 11 წლის წინ დასავლეთ საქართველოში, საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად დაფუძნდა.