თვითმმართველობის არჩევნები, ორად გაყოფილი ოპოზიცია და "ქართული ოცნება", რომელიც კახა კალაძეს მერობის ერთადერთ უალტერნატივო კანდიდატად ასახელებს - ასეთია ვითარება მუნიციპალურ არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი რვა ოპოზიციური პარტია, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები მიიჩნევენ, რომ 4-ი ოქტომბრის არჩევნები მრუსული სპეცოპერაციაა და "ქართული ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება. ამ კონტექსტში ისინი 'ლელო ძლიერ საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" გუნდს აკრიტიკებენ, რომლებიც თვითმმარველობის არჩევნებზე წარსადგენად მერობისა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მსჯელობენ. ვის რა შეხედულება აქვს საკითხზე და როდის აპირებენ კანდიდატების დასახელებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილები პარტიები?