აშშ-ის საელჩო - წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას - Palitra News

აშშ-ის საელჩო - წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას

2025-07-29 15:33:37+04:00

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში NATO-ს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების - „მტკიცე სულის“ გამართვა ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას. საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლების მიზანი პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობაა. 25 ივლისს საქართველომ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სულს“ მეთორმეტედ უმასპინძლა. აღნიშნული სამხედრო სწავლება რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში მიმდინარეობდა.