„ლელო-ძლიერმა საქართველომ“ დედაქალაქში ავარიული სახლების მონიტორინგი დაიწყო. პარტიის წევრების თქმით, საფუძველი ორი კვირის წინ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის გუნდისთვის მოსახლეობის არაერთი მიმართვა გახდა. გუნდში აცხადებენ, რომ თბილისში 10 000 ავარიული სახლია, მოსახლეობა უსაფრთხო საცხოვრისს ელოდება, თუმცა მერია, პრობლემით არ ინტერესდება და რეაბილიტაცია-ჩანაცვლების პროექტს არ იწყებს.