საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს სულ 496 000 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთი. გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.