Reuters - ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა - Palitra News

Reuters - ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა

2025-07-29 15:48:03+04:00

ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად, სულ მცირე, 60 000 პალესტინელი დაიღუპა.

სამინისტროში განაცხადეს, რომ დაღუპულებს შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ასევე, ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 145 870-ს შეადგენს, ხოლო ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.