თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება - როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი? - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება - როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი?

2025-07-29 19:45:12+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. დღევანდელ პროცესზე საქმის ერთ-ერთ მთავარ გამომძიებელს, არსენ ხუნაშვილს უსმენენ - მასთან დაცვისა და ბრალდების მხარეთა წარმომადგენლებს კითხვები მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით აქვთ. მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ „ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არაა“. ამასთან, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს - ისინი მიიჩნევენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და შესაწყალებელი არაფერი აქვთ. უფრო დეტალურად როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი?