ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ორად გაყოფილი ოპოზიცია და "ქართული ოცნება", რომელიც კახა კალაძეს მერობის ერთადერთ და უალტერნატივო კანდიდატად მიიჩნევს - სწორედ ასეთია ვითარება მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებამდე 3 თვით ადრე. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 8-ა ოპოზიციური პარტია, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" მიიჩნევენ, რომ 4-ი ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და "ქართული ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება. ამ კონტექსტში ისინი „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ აკრიტიკებენ, რომლებიც თვითმმარველობის არჩევნებზე წარსადგენად მერობისა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მსჯელობენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ორი პარტიის საერთო კანდიდატი, შესაძლოა, ალეკო ელისაშვილი გახდეს. რას ამბობენ ამის შესახებ ამ ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები?